"უნივერსიადა 2021“ -ზე აწსუ-ს სპორტსმენებმა 16 მედალი მოიპოვეს
,,უნივერსიადა 2021" -ზე აწსუ-ს სპორტსმენებმა სამბოში, ძიუდოსა და ქართულ ჭიადობაში 16 მედალი მოიპოვეს. აქედან სამი ოქროა, ექვსი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო. უნივერსიტეტის ისტორიაში სპორტსმენებმა ერთდროულად 16 მედლის მოპოვება პირველად შეძლეს.

სამბოში პირველი ადგილები იური კეკუაძემ და ვარლამ შალიკაშვილმა აიღეს. II ადგილი ალექს ტურაბელიძემ, ნიკა დონღვანმა და შმაგი დადუნაშვილმა დაიკავეს. III ადგილზე რატი ჩაჩუა და თენგო ჯუღელი გავიდნენ.

ძიუდოში II ადგილი ნიკა დონღვანმა დაიკავა, ხოლო III ადგილი ვარლამ შალიკაშვილმა, ივარი წასიძემ და ავთო ჭიქავამ.

ქართული ჭიდაობაში I ადგილი შმაგი დადუნაშვილმა მოიპოვა. II ადგილი ვარლამ შალიკაშვილმა, დავითი ბენდელიანმა დაიკავეს. III ადგილზე ივერი წასიძე და ავთო ჭიქავა გავიდნენ.

გუნდურ ჩათვლაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტსმენებმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრებაში 32 უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

აწსუ-ს ოქროს მედლის მფლობელი სპორტსმენები უნივერსიტეტის სახელით მომავალ წელს პოლონეთში, ევროპის ,,უნივერსიადაზე" გაემგზავრებიან.


| Print |