ქუთაისის “ტორპედოს” ახალი სპონსორი ჰყავს. კლუბმა

ხელშეკრულება “ნიუ ვიჟენთან” გააფორმა, რომლის წარმომადგენელი დავით კერესელიძეა. “ტორპედოს” ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ნიუ ვიჟენის” სპონსორობით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარდა.

რა ოდენობის თანხის ჩადებას აპირებს კლუბში სპონსორი, რა გეგმები აქვს და რა დროის განმავლობაში გაუწევს “ტორპედოს” სპონსორობას “ნიუ ვიჟენი”, ამ კითხვებზე კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ გვპასუხობენ. მათი თქმით, სპონსორი ინფორმაციის გავრცელებას უახლოეს მომავალში თავად გეგმავს.

თუმცა დავით კერესელიძე კლუბის გულშემატკივრებს შეხვდა. 

“მივიღეთ გარანტიები, რომ ტორპედო ისევ წარმატებული კლუბი იქნება და მალე დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია,”-აცხადებენ გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, კლუბი იტალიელმა ინვესტორმაც დატოვა, რის შემდეგაც “ტორპედო” კვლავ კრიზის წინაშე აღმოჩნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *