დღეს გავრცელებული ინფორმაცია კლუბ “ტორპედოს” გაყიდვასთან დაკავშირებით, მცდარი აღმოჩნდა.

კლუბში ამბობენ, რომ მიმდინარე აუქციონი ჯერ არ დასრულებულა და ოფიციალურად ხვალ, 1 სექტემბერს დასრულდება.

კლუბ “ტორპედოს”  გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეონა გიორგაძე.

გთავაზობთ მის განცხადებას:

„ქუთაისის მერია მუდმივად ცდილობს, მოძებნოს ოპტიმალური ვარიანტი გუნდის გადასარჩენად.
27 აგვისტოს მერიამ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა”ტორპედოს” განკარგვასთან დაკავშირებით.
აუქციონი დასრულდება ხვალ, 1 სექტემბერს, 17:00 საათზე. ამ ეტაპზე განხორციელებულია 1 ბიჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება გამოხატა ერთმა სუბიექტმა.
აუქციონის დასრულების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუთაისის მერია დაუყონებლივ აცნობებს ყველა მსურველს.“
– წერს  გიორგაძე facebook-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *