,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი დაიკავებს
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი დაბრუნდება. ,,ტორპედოს’’ პრესსამსახურში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ,,ტორპედოს’’ გულშემატკივართა გუნდის ,,ერთობა’’ დამფუძნებელი ოთარ სიმსივე კი ამბობს, რომ კახა ჩხეტიანი ,,ტორპედოში’’ დაბრუნდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

კახა ჩხეტიანი ,,ტორპედოდან’’ 2021 წლის ნოემბერში გაუშვეს, მიზეზად გუნდის დაბალი შედეგები დასახელდა. მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ჩხეტიანის გაშვებას ,,ტორპედოს’’ გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა, ისინი აცხადებდნენ, რომ კახა ჩხეტიანი გიორგი გახარიას გუნდის წევრობისთვის გაათავისუფლეს. გულშემატკივრები და ფეხბურთელები გია ცეცაძის გაშვებას და გუნდის მთავარი მწვრეთნელის პოზიციაზე კახა ჩხეტიანის დაბრუნებას ითხოვდნენ.
გია ცეცაძემ თანამდებობა 3 მაისს დატოვა.

| Print |