როგორც SpaceX-ის დამფუძნებელმა, ელონ მასკმა განაცხადა, ერთი წლის შემდეგ მისი კოსმოსური ხომალდი

Falcon Heavy სტარტს აიღებს და გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. როგორც ეს NASA-სთან გაფორმებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

ოღონდ ამჯერად მისია არ შემოიფარგლება  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების მიყვანით, ხომალდის სამგზავრო მოდული Crew Dragon განაგძობს გზას მთვარისკენ, ჩაუფრენს დედამიწის თანამგზავრს, გასცდება მას გარკვეული მანძილით, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდება.

საერთო ჯამში მარშუტი 600 ათასი კილომეტრის სიგრძის იქნება. მისიის უნიკალურობა იმაშია, რომ პროგრამა „აპოლონის“ შემდეგ პილოტირებული ხომალდი მთვარეს აღარ მიახლოებია.

ელონ მასკს არ დაუკონკრეტებია იმ ასტრონავტების ვინაობა, რომლებიც მთვარეს ჩაუფრენენ, გამორიცხული არაა, ისინი კოსმოსური ტურისტები იყვნენ, რომლებიც მოგზაურობაში სოლიდურ თანხას გადაიხდიან.

აღნიშნულ მისიას SpaceX-ის დამფუძნებელი მარსზე პილოტირებული გაფრენის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს, რომელიც მისი გეგმით 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *