ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით

დაჯილდოვების ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის მეორედ გაიმართა. კონკურსის მიზანია წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისება, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში.

“ეს არის სექტორი, რომელიც ქმნის რეალურ დოვლათს, ასაქმებს ადამიანებს და მას განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდება ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა დღევანდელი ღონისძიებაც ამ პატივის დაფიქსირება იყო,”-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

კონკურში მონაწილეობა 46- მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 15 ნომინაციაში გამარჯვებული.

“წლის ექსპორტიორი”–ი.მ დავით ჩაფრავა გახდა.
ნომინაციაში წლის სამრეწველო კომპანია გაიმარჯვა — შპს “ექსტრა მითი”.
საუკეთესო სამედიცინო კომპანია შპს ,,კლინიკა ლჯ” გახდა.
წლის სამშენებლო კომპანიად –შპს ,,ტობე” დასახელდა.
ნომინაცია წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება –შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა,,პროგრესი”.
ნომინაცია წლის სასტუმრო –შპს ,,ბაგრატი1003″ .
ნომინაცია წლის ინვესტორი–შპს ,,თეთრი ხიდი”-გახდა.
ნომინაცია წლის მზარდი ბიზნესი შპს ,,დიზაინკომპლექსი” გახდა.
ნომინაცია წლის ტურისტული კომპანია -,,ვანდერლენდი” .
ნომინაცია მერიის სპეციალური პრიზი–შპს ტელე-რადიო კომპანია ,,რიონს” გადაეცა.

“მსგავსი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან კერძო სექტორმა დაფასებულად ვიგრძნოთ თავი, ნამდვილად უდიდესი სტიმულია ჩვენთვის, რომ კიდევ უკეთესად ვაკეთოთ საქმე და ყოველთვის ვიყოთ მზად ჩვენი ქვეყნის სამსახურში,”-განაცხადა სკოლა,,პროგრესის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *