ტექნოლოგია
"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქუთაისელისათვის" - ქუთაისში ინოვაციების სააგენტომ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგამართა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ გავაკეთეთ საგრანტო პროგრამის  პრეზენტაცია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქუთაისელისათვის. ზოგადად იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის. თუ აქვთ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური იდეები, სახელმწიფო აძლევს შანსს მიიღონ 100 ათას ლარამდე თანხით დაფინანსება. იმედი მაქვს, ამ რეგიონიდან მივიღებთ რაც შეიძლება მეტ განაცხადს. ასევე ვიმედოვნებ, გამარჯვებულკებს შორის გვეყოლება ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრნენ",- განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძემ.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა. 


FaceBook Twitter Google
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019