ქუთაისში ტექნოპარკი აშენდება. ამის შესახებ ინოვაციების სააგენტოს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა. ტენოპარკი ქუთაისის ტექოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად უნდა აშენდეს.

“ქუთაისში დაგეგმილია ტექნოპარკის განვითარება. ტექნოპარკი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად გაკეთება. თუმცა მანამდე ჩვენ მთელი აქტივობები გვაქვს. ფაბლაბი უკვე გადმოვეცით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ასევე სატრენინგო მიმართულება არის ქუთაისში. შემდეგი წლიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნება სტარტაპ იდეებზე სწავლასთან ერთად იმუშაონ. საერთაშორისო დონის კურიკულუმებს უნივერსიტეტს ჩვენ გადავცემთ. ვიმედოვნებთ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ  სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური იდეები ჰქონდეთ.” – განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძემ.

მიმდინარე წელს ტექნოპარკი თელავში გაიხსნა. მშენებლობა დაიწყო კასპში. ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა 2021 წლისათვის იგეგმება, შესაბამისად ტექნოპარკიც ამ დროისათვის უნდა გაიხსნას.

ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *