ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა “aigroup” ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის

პროექტი წარადგინა.  პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

“ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდუსტრიული ჯგუფი “aigroup-ის” მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. “ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

“aigroup-ის” დირექტორის, კახა გულედანის განცხადებით, სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან წელსვე იგეგმება ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვება.

“მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე, გვაქვს ამბიცია შევქმნათ ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტი. პროდუქტი, რომელიც გაზრდის ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოტენციალს. ” – გნაცხადა კომპანიის -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა.

პრეზენტაციაზე ქუთაისში ელექტროსადგურებისა და კოლეჯის გახსნა დაანონსდა. კომოანია “aicar”-ის დირექტორის თქმით, სტუდენტებს პატრნიორ კომპანიებში დაასაქმებენ.

“დღეს, ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ელექტრომობილი. ეს რიცხვი წლის ბოლომდე გაიზრდება 300-მდე. მომდევნო 7 წლის განმავლობაში მიაღწევს 3 ათასს. წელს ამ სერვისს დავნერგავთ ქუთაისსა და ბათუმში. უახლოეს პერიოდში ეს სერვისი იქნება ხელმისაწვდმი ყველა დიდ ქალაქში. კომპანია აი ენერჯი განათავსებს ელექტროსადგურებს საქართველოს მასშტაბით. ეს სადგურები ელექტორმობილებს კომფორტულად გადაადგილების სასუალებას მისცემს. წლის ბოლომდე 300 ელექტროგასამართ სადგურს დავაყენებთ, ხოლო უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 3 ათასამდე გაიზრდება.”აიფაუერი” მუშაობს მზის პანელებიდან ელექტროენერგიის გენერაციაზე. ეს არის ყველაზე სუფთა ალტერნატიული ენერგიის წყარო. უკვე შერჩეულ ადგილებზე ჩვენ მივიღებთ წლის ბოლომდე 5 მგვტ ენერგიას, “აიგრუპი” განახორციელებს ინვესტიციებს განათლებაში. ჩვენ დავაარსებთ კოლეჯს ქუთაისში, რომლის კურსდამთავრებულებსაც ექნებათ შესაძლებობა დასაქმდნენ ჩვენივე კომპანიებში.”- განაცხადა კომპანია “aicar”-ის დირექტრომა გიორგი ხუროძემ განაცხადა.

ავტომობილების დიზაინზე, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია იმუშავებს. 

“პირველ რიგში მინდა მივულოცო ქუთაისს და საქართველოს ის, რომ საქართველო უცებ იწყებს მსუბუქი ავტომობილების წარმოებას. იწყებს არა მარტო მსუბუქი ავტომობილების წარმოებას, არამედ იწყებს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებას. საქართველომ, კონკრეტულად ქუთაისმა კონკურსი მოუგო ჰოლნადიას. წარმოიდგინეთ რა მაგარი რამეა. მზად არიან იმისათვის, რომ ჩვენი ავტომობილები მსოფლიოში იყოს გაყიდული და წარდგენილი. კონკურენცია გაუწიოს ისეთ მაგარ ბრენდებს, როგორებიცაა MBW, opel, audi და ა.შ. იაპონიაზე აღარფერს ვამბობ.”- განაცხადა ზვიად ციკოლიამ. 

ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანიის და ჩინური კომპანია “ჩანგანის” წარმომადგენლებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *