საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია, რომელიც ოჯახთან ერთად მრავალი წელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მისმა შვილმა, რეზი ლომაიამ “ნისანის” კონკურსში 160-ზე მეტ პრეტენდენტთა შორის გაიმარჯვა.

“რეზიმ დღეს გაიმარჯვა “ნისანის” კონკურსში “2040 წლის ავტომობილი”! “ნისანის” 1971 წლის მოდელი ძ, რეზიმ 2040 წელში გადატყორცნა. “ნისანის” ვიცე-პრეზიდენტმა, მეთიუ ვეზერმა, რომელმაც 5 გამარჯვებული გამოავლინა, რეზის პროექტს “ჰაეროვანი და შთაგონებული” უწოდა, და მისი მოდელი “სუპერ ძ-დ” მოიხსენია. კონკურსი 21 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 160-ზე მეტმა დიზაინერმა მიიღო”-წერს კახა ლომაია.

სრული პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე @lomaia_design

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *