ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლები კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ
ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის
თანამშრომლები კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ აღნიშნულის შესახებ გუშინ
გაიგეს. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ
კლინიკა დროებით დაიხურება და მშობიარეებს ვეღარ მიიღებს, რაზეც
აქციის მინაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით,
კოვიდცენტრად გადაკეთება თანამშრომლების უმუშევრად დარჩენას
ნიშნავს.
"კოვიდ 19 არის ინფექციური დაავადება და ამისთვის ჩვენ გადამზადებული
კადრები არ გვყავს. გარდა ამისა, ეს თანამშრონლის უფლებაა, დაიწყებს
თუ არა ამ პროფილით მუშაობას. მოვითხოვთ, გაიმიჯნოს სივრცეები და ჩვენ
გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა,"-ამბობენ აქციის მონაწილეები.
კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ კოვიდცენტრად
გადაკეთების შემდეგ ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს, რაზეც თანახმა
არ არიან. მათივე თქმით, თუ მათი მითხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციებს
გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები