კომპანია Apple ახალი მოდელის iPhone 14 Max-ის პრეზენტაციას შემოდგომაზე გეგმავს. თუმცა, მისი დიზაინი თებერვალში დაამტკიცეს. ხოლო, სატესტო წარმოება უკვე დაწყებულია.
ამჟამად, ინსაიდერებისგან გაჟონა ინფორმაციამ სმარტფონის შესაძლო მახასიათებლების შესახებ.
მოდელი - iPhone 14 Max სავარაუდოდ 6,68 დიუმის ზომის OLED ეკრანით აღიჭურვება, 2248 х 1284 პიქსელის რეზოლუციით. ეკრანის განახლების სიხშირე 90 ჰერცი ექნება. მოდელი პროცესორის - A15 Bionic ბაზაზე იმუშავებს. ექნება 6 გიგაბაიტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და 128, ან 256 გიგაბაიტის ფლეშ მეხსიერება.
მოდელები iPhone 14 Pro და Pro Max უფრო მძლავრ პროცესორს - Apple A16 Bionic მიიღებენ.
iPhone 14 Max ორმაგი, თითოეული 12 მეგაპიქსელის რეზოლუციის კამერებით აღიჭურვება, ასევე გაუმჯობესდება ფრონტალური კამერა. სმარტფონს დაემატება სატელიტური კავშირის შესაძლებლობა.
როგორც ვარაუდობენ, მოდელი iPhone 14 Max, 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერებით 900 დოლარი ეღირება.
უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთი უკვე დასტოვა დასავლური ბრენდების უდიდესმა უმრავლესობამ, მათ შორის ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც.
პოპულარულმა ბენჩმარკმა Antutu-მ, იმ სმარტფონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ოპერაციულ სისტემა Android-ზე მუშაობენ.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
მასალის გამოყენების პირობები