ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი მოათავსეს.

მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. 7 წლის ბავშვს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდა და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა, 7 წლის პაციენტის მშობლები 10 დღის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ, რის გამოც ბავშვის კორონავირუსზე შემოწმება გახდა საჭირო.

რაც შეეხება გასულ დღეებში კლინიკაში მოთავსებულ დანარჩენ პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *