საერთაშორისო მნიშვნელობის კონცერტმაისტერი, პიანისტი,  რიჩარდ ბარკერი ქუთაისში მასტერკლასს ჩაატარებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის კონცერტმაისტერი საოპერო მომღერლებს ქუთაისში მოუსმენს. ის ქალაქში მილანიდან 24 აპრილის ჩამოფრინდება და უკან 28 აპრილს დაბრუნდება. ქუთაისში დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის კონცერტმაისტერის (პიანისტი) რიჩარდ ბარკერის მასტერ-კლასის ჩატარებისთვის ქუთაისის მერია  ავიაბილეთის შესაძენად ტენდერს აცხადებს. რესიზე მილანი – ქუთაისი – მილანი ავიაბილეთის შესაძენად გამოყოფილია ათას 100 ლარი. სატენდერო წინადადებების მიღება დღეს, 10 აპრილს დაიწყო და 12 აპრილს დამთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *