“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
ორგანიზაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი გამოავლინა. 

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი დეიდა, მარიამ ჩიხლაძე არის ქუთაისში საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასევე წყალტუბოში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარემ სერგო კირკიტაძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ არის შპს “დანსის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ მისი მეუღლე ანა წიწილაშვილი შპს “პროგრესი + 2006”-ის დირექტორია.

საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მამუკა საღარეიშვილმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი შპს “კურორტტურის” 25% წილის მესაკუთრეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *