ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცი ჩქაროსნული მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა გუშინ, ზესტაფონის რკინიგზის სადგურზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მამაკაცმა ქვედა კიდურები დაკარგა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მამაკაცი საავადმყოფოში, მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *