ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ

ქუთაისში ყინულის მოედნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით. ქალაქის მერის თქმით, ასევე საუბრობენ რომ ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება, თუმცა გიორგი ჭიღვარია ამას არ ადასტურებს.

“ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვიყიდოთ ახალი აგრეგატი. დადის ჭორი, რომელზეც გვეცინება, რომ თითქოს იმ ადგილის გაყიდვა გვინდა. თუ ვიყიდეთ და უფრო დიდი ტერიტორია იქნა, ეს იქნება ისევ ბუხაიძეზე და იქნება სკვერი, თუ არა და აგრეგატი გაკეთდება. გამორიცხულია, რომ ეს ადგილი გასხვისდეს, ან ბეტონი ჩაისხას ან რაიმე ასეთი. გვექნება ყინულის მოედანი და გვექნება სკვერები, რომელებიც რატომღაც შეგვიზღუდეს.” – განაცხადა ჭიღვარიამ.

მისი თქმით, ქალაქში 2019 წლიდან ქალაქის სკვერების გადასარჩენად ახალი კამპანიის დაწყებაზე ფიქრობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *