მოქალაქეების ნაწილმა ქუთაისში, პარლამენტის

შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი მარიხუანას დეკრიმინალიზაცია- ლეგალიზაციას აპროტესტებენ და მის არიხუანას კულტივაცია-რეალიზაციასაც ეწინააღმდეგებიან. 

“ჩვენი მიზანი აქციების მოწყობა სულაც არ არის. თუ სახელმწიფო არ მიიღებს შესაბამის ზომებს და არ გააუქმებს იმ გადაწყვეტილებას რაც სასამართლომ მიიღო, მაშნ ჩვენ ხალხი კიდევ შემოგვიერთდება. თბილისში იყო აქცია. განგაშის ზარები უკვე დარეკილია. ველოდებით პატრიარქის გადაწყვეტილებას. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.”,-  განაცხადა აქციის მონაწილემ, ოთარ ხმელიძემ. 

“უნდა დავუჯეროთ პატრიაქრს აუცილებლად. როცა პატრიარქმა რაიმე გვითხრა და არ დავუკერეთ ყოველთვის წავაგეთ. ჩვენ დასაკარგი შვილები აქრ გვყავს. ახალგაზრდების სიცოცხლეში ვხედავ ჩემი სიცოცხლის რეალიზებას.”- განაცხადა აქციის კიდევ ერთმა ნონაწილემ ცირა-მარამ ხელოიშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისში აქცია გუშინ საკრებულსთან სამღვდელოების წარმომადგენლებმა გამართეს და დღესაც გაგრძელდა. სასულიერო პირები მრევლთან ერთად მთავრობის იმ ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოში მარიხუანას კულტივაცია ლეგალური გახდეს.

მოგვიანებით პარლამენტის თვმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტი მარიხუანასთან დაკავშირებულიკანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, რომელიც მოხმარებას შეეხება და არა კულტივაცია-რეალიზაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *