თერჯოლაში პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად

საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილეობას 4 კანდიდატი იღებდა. “ნაციონალური მოძრაობიდან” ნონა კვახაძე, “ქართული ოცნებიდან” გიორგი ბარათაშვილი , “პატრიოტთა ალიანსიდან” ბესიკ ტაბატაძე, “ევროპული საქართველოდან” რეზო გრძელიშვილი.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა. მან ხმების 50.55%მოაგროვა, 33.9% აქვს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ნონა კვახაძეს, 0.61%”პატრიოტთა ალიანისის” კანდიდატმა ბესიკ ტაბატაძემ მიიღო, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა რეზო გრძელიშვილმა 14.95% მოაგროვა.

თერჯოლაში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი მაჟორიტარ მანუჩარ ფანჩულიძესათვის უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა. მას უფლებამოსილება მერის მოადგილედ დანიშვნის გამო შეუწყდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *