პოლონური მხარის მიერ საშიშ პიროვნებად

მიჩნეულ ნუგზარ კოხრეიძეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარიატმა მხარდაჭერა გამოუცხადა.  მას ასევე მხარდაჭერას  350.ორგ-ის  ცენტრალურმა ოფისმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა გამოუცხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს მხარდაჭერისთვის, რომლის წევრიც  RICDOG-ია. ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარიატს და 350.ორგ ცენტრალურ ოფისს მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის. ისინი უპირველს ყოვლისა ხაზს უსვამენ, რომ ჩვენი არ შეშვება კლიმატის კონფერენციაზე იყო ადამიანის საბაზისო უფლებების დარღვევა და უხეში გადაცდომა პოლონეთის მთავრობის მხრიდან და გვმატებენ ოპტიმიზმს, რომ ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა წარმატებით დასრულდება.”- აცხადებს ნუგზარ კოხრეიძე. 

თითოეულმა მათგანმა ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნეს.

ნუგზარ კოხრეიძე გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციაზე დასასწრებად მიდიოდა. კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მას, 8 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს, მესაზღვრეებს არ განუმარტავთ. მხოლოდ განუცხადეს, რომ სისტემაში დაშვებული არ იყო და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

საზღვარზე სულ 16 აქტივისტი არ შეუშვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *