30 დეკემბერს, ქუთაისში პატარა ქუთაისელი მხატვრის ვან გეგას ნახატების

გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა სასტუმრო ,,ბესთ ვესტერნში”, 14:00 საათიდან მოეწყობა. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ვან გეგას შემოქმედებას და შეიძინოს მისი ნამუშევრები.

ვან გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია. ის ასევე გლობალურ კონკურსზე toyota dream car art მსოფლიო ათეულში მოხვდა. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა.

გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო, ხატავდა ანიმაციის გმირებსა და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია, კუბიზმით, აბსტრაქციით, ავანგარდით. ხატავს ფანქარში, აკრილში, ზეთში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *