რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

2019 წელს დაიწყება. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, აღნიშნულ ქუჩის, 3 მოედანზე ქვაფენილი დაიგება, რაც მას მეტ სილამაზეს შესძენს.

“რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას რომ დავიწყებთ 2019 წელს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ისეთივე ვფიქრობთ გავაკეთოთ, როგორიც თბილისის ქუჩაზეა. ასევე საუბარია ქვაფენილის დაგებაზე. სამივე მოედანზე დაიგება ქვაფენილი, რაც მეტ სილამაზეს შესძენს მას. ცენტრალურ მოედანზეა გაკეთებული და ქვაფენილი უფრო გამძლეა.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობდა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანიამ SMK მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. სამუშაოების გაჭიანურების გამო კომპანია, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, დაგეგმილია რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციაც. სამუშოებს კომპანია “ლა მოდერნა” განახორციელებს. კომპანიამ “შპს ლამოდერნა-მ” მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაოებისათვის 110 450 ლარი დაიხარჯება. პროექტი გივი თოდაძეს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *