ირაკლი შენგელია გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს

ანგარიშს საგაზეთო ფორმით ჩააბარებს – ამის შესახებ მაჟორიტარმა პრეს კლუბ “მედია რუმში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“აღნიშნული გაზეთით მსურს წლის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელებული საქმიანობებისა თუ აქტივობების შესახებ ანგარიში ჩავაბარო გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებს, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნდობა გამომიცხადეს, მანდატი მომანიჭეს. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ოლქის თითოეულ ოჯახში შეაღწევს ინფორმაცია ჩემს მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ. სწორედ, ამისთვის ავირჩიე ანგარიშის ჩაბარებისთვის საგაზეთო ფორმა. 30-31 დეკემბერს თითოეულ ოჯახში დარიგდება წლის შემაჯამებელი გაზეთი.” – განაცხადა ირაკლი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გაზეთში ასევე შესულია საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისა და სოციალური მომსახურების პროგრამები.

გაზეთი დეკემბრის 30-31-ში გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ინდივიდუალურად დაურიგდებათ. ასევე, ანგარიში საგაზეთო ფორმით მიეწოდება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *