წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის

ოჯახი განცხადებას ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს სუს-მა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. დაკავებულუსი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გრიგოლ ივანეიშვილს სახელწმიფოს წინააღმდეგ არეანაირი ქმედება არ ჩაუდებია და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას ემსახურებოდა. 

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ასევე გავრცელებული ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გვსურს გამოვხატოთ პოზიცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის დაკავებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

გრიგოლ ივანეიშვილი ქ. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე, 2017 წლის ნოემბერში, ამავე ქალაქში სამეწარმეო საქმიანობას 20 წელზე მეტია ეწევა. ამ წლების განმავლობაში, მან ქალაქში განახორციელა 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და წარმოადგენს რაიონის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში დასაქმებულია 70-ზე მეტი ადგილობრივი.

ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და მასში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა მისი საქმიანობაც წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც მოიაზრებს ინვესტიციების მოზიდვასა ინვესტორების დაინტერესებას ქალაქში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების თვალსაზრისით. ამავე მიზნით, თანამდებობის ფარგლებში არსებული კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდა ბრალდების მიერ აპელირებად შემთხვევაში პოტენციური ინვესტორის მხარდაჭერაც სახელმწიფო ქონების აუქციონის საშუალებით პრივატიზების საქმეში.

ცნობილია, რომ ბრალდების საქმეში მითითებული ქონების პრივატიზაცია უკვე გაწერილი იყო ქალაქის წლის ბიუჯეტში. ამასთან, ქონების გასხვისებამდე გაიმართა ორი წარუმატებელი აუქციონი, სადაც ქონების ღირებულება იყო იდენტური ბრალდების საქმეში ხსენებული აუქციონისა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი გასხვისება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს გრიგოლ ივანეიშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლიანად წარმართული გამოძიების საშუალებით, სასამართლო უზრუნველყოფს ჭეშმარიტების დადგენას.” – წერია განცხადებაში. 

ოჯახის წევრები ასვე დეპუტატის ქონების დეკლარაციის გასაჯაროვებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ივანეიშილს ქონება პოსატის დაკავების შემდეგ არ დაუგროვებია და ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონება სამწერამეო საქმიანობის შედეგად შეიძინა. 

“ამასთან, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გავრცელებულ არამართებულ ინტერპრეტაციებზე გრიგოლ ივანეიშვილის ქონების შესახებ. კერძოდ, მის დეკლარაციაში მითითებული საკუთრების დაკავშირებაზე მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. გვსურს აღვნიშნოთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ გრიგოლ ივანეიშვილს არ შეუძენია არც ერთი უძრავი, თუ მოძრავი ქონება. ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონება მას შეძენილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებამდე, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე.

ბოლოს, ვაცხადებთ, რომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გამოძიებას. ვიმედოვნებთ, პროცესი წარიმართება სამართლიანად და სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. საზოგადოებასა და მხარეებს მივმართავთ თხოვნით, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისგან გამოძიების პროცესში, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე”, -აღნიშნულია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის, ოჯახის განცხადებაში.”- წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე დააკვეს ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა 26 იანვარს. ის სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *