ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებას ითხოვენ. image= ინიციატივა ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიას წარუდგინა. 

“ვიმსჯელეთ, რა ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება მესამე მორიგე საბავშვო-ბაღის დამატებას. როგორ უნდა მოხდეს მათი განლაგება ქალაქში. ამ მიმართულებით კონკრეტული პასუხები ერთ თვეში გვექნება,”-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ.

როგორც ქუთაისის “ბაგა-ბაღების გაერთიანების” დირექტორმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, მორიგე ბაგა-ბაღის შენახვა ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 6 000 ლარი ჯდება. მისივე განცხადებით, თანხები დაანგარიშდება, საკითხის მოკვლევა დასრულდება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. 

ქუთაისში ორი მორიგე ბაღი ივლისის თვის განმავლობაში ფუნქციონირებს. ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *