წყალტუბოს ცენტრალური პარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის კონკურსის ვადა 2019 წლის 15 მარტამდე გაგრძელდა.

გადაწვეტილება საკონკურსო კომისიის წევრებმა მიიღეს. მერიაში ამ დროისათვის ორი პროექტია შეტანილი.

“ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია. ბალნეოპარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფცია უნდა იყოს ინოვაციური, გათვლილი კონკრეტულ შედეგებზე და მისმა განხორციელებამ ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს ჩვენს უნიკალურ კურორტს”,-განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

კონკურსში გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 10 000 ლარის რაოდენობით გადაეცემა.

თავდაპირველად, განაცხადების მიიღება 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.

ფოტო: წყალტუბოს მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *