ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი და ოპოზიციონერი დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება გიორგი ჭიღვარიასა და გიგა შუშანიას შორის მერიის ახალი არქიტექტურის ააიპის 210 000 ლარით დაფინანსებამ გამოიწვია.

“არქიტექტურის ააიპის არც ერთი ხელმძღვანელი არ არის არქიტექტორი. იურისტებმა და ეკონომისტებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი განაშენიანება იქნება ქუთაისში. ამ თანხის ნახევარს ქუთაისის მერია მოქალაქეების ჯიბეებიდან ჯარიმების სახით ამოიღებს. ეს არის უმსგავსობა,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ბრალდებებს ქუთაისის მერმა უპასუხა და განაცხადა, რომ მოქალაქეების ჯიბეებიდან თანხის ამოღებით სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება იყო დაკავებული.

“სხვისი ჯიბეების ქექვით თქვენი ხელისუფლება იყო დაკავებული. ხალხს ატერორებდით,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ოპოზიციამ მერს ჩავარდნილი პროექტებიც გაახსენა, მათ შორის თეთრი ხიდის რეაბილიტაცია. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ წყალში 100 000-ობით ლარი გადაყარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *