“გვირილობის” დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.

მერი სიტყვით პერფორმანსის, კონსტიტუციის საჯაროდ კითხვის დროს გამოვიდა. მისი განცხადებით, დღის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრის მშენებლობა დააანონსა.

“ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება. ის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ჩვენ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს ქუთაისში დაგეგმილი და წლის ბოლოს ქალაქს სხვა სახე ექნება,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ სიტყვით გამოსვლის დროს.

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. ქალაქში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. “გვირილობის” აღნიშვნა 20:00 საათზე, კონცერტით დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *