ხარაგაულის მერი მოსახლეობას მულტიკულტურული ცენტრის მოწყობას დაჰპირდა.

როგორც ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებაშია ნათქვამი, ინიციატივა ხარაგაულის, როგორც ერთიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მრავალპროფილურ განვითარებას გულისხმობს.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ინიციატივა ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობასა და სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში 12 მოქანდაკე ჩავა, რომლებიც 12 დღის განმავლობაში ადგილზე სკულპტურებს გამოთლიან. ნამუშევრები ღია მუზეუმში განთავსდება. იგეგმება სკვერის მოწყობაც და დეკორატიული ჯიშის ხეების დარგვა.

პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში ხატვის წრის გახსნა და 30-მდე ფერწერული ნამუშევრის ჩატანაცაა დაგეგმილი.

26 მაისს მუნიციპალიტეტში სკულპტორების რამდენიმე ნამუშევრის პრეზენტაცია მოეწყობა.

პროექტი ზაფხულის თვეებში განხორციელდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დეტალების დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე (Emil Alzamora-Sculpture_Albedo)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *