2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისათვის

ცესკოში 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. 

49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან არჩევნებს 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება. 7 საერთაშორისო ორგანიზაციიდან კი -47.

არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 5365 წარმომადგენელი.

ასევე, აკრედიტაცია 45 მედია ორგანიზაციის 1917 წარმომადგენელმა მიიღო.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *