ტყიბულში საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნატო კენჭოშვილის განცხადებით უბნები დროულად გაიხსნა და ჯერჯერობით საჩივრები არ დაწერილა.

15:00 საათის მონაცემებით კი მოქალქეობრივი ვალი 1054-ზე მეტმა ადამიანმა მოიხდა.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ტუბულში 4 უბანზე ტარდება და სულ 3563 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

იმერეთის მასშტაბით ახალ მერს ზესტაფონისა და ჭიათურის მაცხოვრებლები აიჩევენ. გარდა ამისა, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში და წყალტუბოში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *