ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ აქცია გამართა.

წულაია აცხადებს, რომ მისი კოორდინატორებისა და მხარდამჭერების დაშინება და მუქარა მიმდინარეობს.
წუალაია ამბობს, რომ არჩევნების შედეგების წინასწარი სცენარი ცნობილია და მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლას სთხოვს, რათა ხელისუფლებას ხმების გაყალბების საშუალება არ მიეცეს.

“იმდენი სითბო და მხარდაჭერა მივიღე წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად რას დაწერს საოლქო და ცესკო ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ. ზესტაფონლებს ვპირდები, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევმნები, მე მათ გვერდით ვიქნები. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, როდესაც მერს ფულითა და ძალადობით აირჩევენ, ის თქვენს წინაშე პასუხისმგებელი არ იქნება,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, დღეს “თავისუფალი საქართველოს” წევრი დააკავეს. ზესტაფონის მერობისათვის 16 კანდიდატია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *