აშშ-ს მთავრობა საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში 10 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს.

გამოყოფილი თანხა საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტი 5 წლიანია. პროგრამაში 54 000-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება. პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development--თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს.

“პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა​ და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში “ფერმიდან სუფრამდე” პრინციპით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ,”-ნათქვამია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მიწოდებულ ინფორმაციაში.

“პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, “სურსათი პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *