სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა დაწესებულებების

მდგომარეობის გაცნობას იწყებს. ნინო ლომჯარია ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდება.
პირველი შეხვედრა მან არასამთავრობო სექტორთან ქუთაისში გამართა. სახალხო დამცველის განცხადებით, შესაძლოა ითქვას, რომ ოჯახში ძალადობის, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები თითქმის ყველა რეგიონისთვის პრობლემატურია.

“ვიტყოდი, რომ საერთო ჯამში რეგიონებში საერთოა პრობლემები. სოციალური თემები, ოჯახში ძალადობის თემები, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები და სამართალდამცავთა მხრიდან გარკვეული ქმედებები, რომელებიც შესაძლოა ლახავდეს მოქალაქეთა გარკვეულ უფლებებს. საზოგადოება ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ არიან აქტიურად ჩართულები. სუსტია დეცენტრალიზაცია და ამ მიმართულებით საჭიროა მეტი ურთიერთობა საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის იმისათვის, რომ ის პროგრამები, რომლებიც ფინანსდება ბიუჯეტიდან იყოს მაქსიმალურად საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე მორგებული.”- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს პარლამენტი წილიდან წლამდე უფრო აქტიურად იზიარებს. ნინო ლომჯარიას თქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *