“გავაკეთე განცხადება ჭიათურის მოვლენებთან დაკავშირებით და როგორც აქციის მონაწილეებმა

განაცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა, თუმცა საკითხები და პრობლემები რაზეც ვსაუბრობდით აქტუალურია და რჩება.” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება და შრომის ინსპექტირება.

“გავაკეთე განცხადება ჭიათურის მოვლენებთან დაკავშირებით და როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა, თუმცა საკითხები და პრობლემები რაზეც ვსაუბრობდით აქტუალურია და რჩება. ეს ეხება შრომის საათების მაქსიმალურ ოდენობას და იმას რომ ხშირ შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათები არ ანაზღაურდება. გარდაცვლილ პირთა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება შრომის უსაფრთხოების წესებზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, ეს ციფრებიც ცხადჰყოფს , რომ ეფექტური აღსრულება ვერ ხერხდება. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებით უფრო ეფექტური გახდეს ღონისძიებები და შრომის პირობების ინსპექტირება დროულად დაიწყოს სახელწმიფომ.”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მას ჭიათურაში, “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობასთან შეხვერა ჰქონდა და იმედს გამოთქვამს, რომ სხვა საკითხებთან ერთდ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაც მოხდება.

“როგორც წესი დიდი საწარმოების მუშაობას ახლავს ეკოლოგიური პრობლემები და ეს საკითხები ხშირად არის იგნორირებული მათი მხრიდან. მქონდა შეხვედრა ჭიათურაში კომპანიის ხელმძღვანელობასთან და იმედს გამოვთქვამ, რომ ეკოლოგიური მიმართულებითაც გატარდება ღონისძიებები იმიტომ, რომ ჰაერის დაბინძურების დონე არის იქ სავალალო მდგომარეობაში.”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *