“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომელთაც თავს წყალტუბოში დაესხნენ,

სოლიდარობა ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა გამოუცხადეს. აქციის მონაწილე თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს.

“უარს ვეუბნებით შერჩევით სამართალს. ვმართავთ სოლიდარობის აქციას. ეს არის დაუშვებელი, რომ მსგავს მუხლზე პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი თავდასხმა კვლავ განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ გირაო პატიმრობით უნდა ჩანაცვლდეს,”- განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი წყალტუბოში, ზემო მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ოჯახში მივიდნენ.

შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. მოგვიანებით, ისინი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *