7-8 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმერეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ის მოინახულებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, აგრეთვე, დაესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს, რათა საზოგადოებას აჩვენოს ევროკავშირის მხარდაჭერის პრაქტიკული შედეგები.

7 ივნისს ევროკავშირის ელჩი  14:30 საათიდან 16:30 საათამდე   შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ვროკავშირის პროექტეს გაეცნობა.  ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი შეხვდება ორ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს შშმ პირების ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, დაგეგმილია ბავშთა დღის ცენტრის, სოციალური საწარმოსა და სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულება.

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ევროკავშირის პროექტებთან. მისი საქმიანობა ძირითადად ახალგაზრდობის საკითხებსა და შშმ პირებისთვის განათლებისა და დასაქმების წარმატებული მოდელების შექმნაზეა ორიენტირებული.

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი თავის საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ახორციელებს და მუშაობს საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორიცაა მსჯავრდებულები და მათი ოჯახები, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

8 ივნისს კი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე ევროკავშირის ელჩი ეწვევა ავეჯის მწარმოებელ კომპანია “მადერა ჯორჯიას”, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქართული ავეჯის (ბიზნეს) კლასტერის წევრია და ხის დამუშავების 12 წლიანი გამოცდილება აქვს. “მადერა ჯორჯია” წარმატებით ახორციელებს ავეჯის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში და დასაქმებული ყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ევროკავშირის ელჩი  ასევე ქუთაისის აეროპორტის სასაზღვრო გამტარ პუნქტს მოინახულებს, სადაც “საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ერთობლივი ქმედებების განხორციელება, ევროკავშირის/შენგენის ასოცირებული ქვეყნებში ქართველოდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის შესამცირებლად” ოპერაციის ფარგლებში დისლოცირებული არიან ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს ექსპერტები. კარ ჰარცელი შეხვდება საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს და ვიზა ლიბერალიზაციის თაობაზე გააკეთებს განცხადებას.

წყალტუბოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფიციალური გახსნა იგეგმება.  პროექტი “წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი” ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში ამოქმედდება. პროექტის იმპლემენტაციას განახორციელებს “ფიფლ ინ ნიდ”-ი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფლის განვითარებას ქვემოდან-ზემოთ მიმართული, მონაწილეობითი მიდგომის დანერგვის გზით, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას.
ოფიციალური გახსნის დროს სიტყვით გამოვა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

17:00 საათზე კი წყალტუბოშუ ევროპის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმარება.  გახსნის დროს, ელჩთან ერთად აგრეთვე, სიტყვით გამოვლენ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *