წყალტუბოში 8 ივნისს ევროპის დღეს აღნიშნავენ. ერთი დღით, სასტუმრო არგოს მიმდებარე ტერიტორია

“ევროსოფლად” გადაიქცევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოადგენენ იმ აქტივობებს, რასაც საქართველოში ახორციელებენ და იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

14:00 საათიდან 19:00 საათამდე ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართება.

17:00 საათზე კი სასტუმრო “არგოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპის დღეს ოფიციალურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნის. გახსნის დროს, აგრეთვე, სიტყვით გამოვლენ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე.

ევროპის დღეს წყალტუბოში გალა-კონცერტი დაასრულებს. მსმენელის წინაშე 20 :00 საათზე სოფო ბათილაშვილი, ბენდი ნიუტონი და ზვიად ბოლქვაძე წარსდგებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *