ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ავტოქარხნის დასახლებაში გამთტენიისას 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რამ  გამოიწვია აფეთქება ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ვიდეო: ანი შველიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *