აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგიტრო

ნაშრომების დაცვაზე სტუდენტები ანტისაოკუპაციო მაისურებით მივიდნენ.  ჰუმანიტარულ მეცნიერაბათა ფაკულტეტის ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა ამ ფორმით რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ავრცელებს.

“პროცესი დაძრულია! ცვლილებები გარდაუვალია და რაც უფრო დროული იქნება, უფრო ნაკლებ პოლიტიკურ საფასურს გადაიხდის მმართველი პარტია.

რაც ჩვენთვის (საქართველოს მოქალაქეებისათვის) მთავარია:
მსოფლიო დაძაბულობის გთვალისწინებით საქართველოს უფრო და უფრო უახლოვდება რუსული აგრესიის საფრთხე (გიუმრის ბაზამდე სახმელეთო გზის, საჰაერო გზაჯცარედინების და სხვ. ბოლოს, ანაკლიის პორტის გამოც), შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, სრულ მასშტაბში გაიაზროს პრობლემა და აქციის კონტექსტში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
აქციის მონაწილენი, და ზოგადად, ოპოზიცია კი ვალდებულია, რუსული მოსალოდნელი საფრთხის პერპექტივის გათვალისწინებით იმოქმედოს და საქართველოში ქაოსს არ შეუწყოს ხელი (რომელიც მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს).

მშვიდობიანად უნდა მივიდეთ დეკემბრის ნატოს სამიტამდეც, ახალ არჩევნებამდეც და ურთიერთდათმობებით უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა.

მტერი მოდის (და არა მხოლოდ “რბილი ძალით”, რომლის მიზანია ქაოსი საქართველოში ქართველთა ენობრივ-ეთნიკური, რელიგიური თუ პარტიული დანაწევრებით).” – წერს ტარიელ ფუტკარაძე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *