“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა

შუშანია საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ტოვებს. შესაბამისის განცხადებით მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. 

“ქუთაისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, სიძულვილის ენისა და საკრებულოს წევრისათვის შეუფერებელი განცხადებების ტირაჟირებამ სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. ვინაიდან მიმაჩნია, რომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ არ მოხდა სათანადო რეაგირება, მივიღე გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოვუცხადო ყველა იმ კომისიის მუშაობას, რომლის შემადგენლობაშიც არიან საკრებულოს წევრები ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე. ვინაიდან შეუძლებლად და მიუღებლად მიმაჩნია ამ ადამიანებთან რაიმე სახის მსჯელობა ჩვენი ქალაქისათვს მნიშვნელოვან საკითხებზე.”- წერს განცხადებაში საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია. 

ის მუშაობას მხოლოდ ჯანდაცვის კომისიაში გააგრძელებს.

შეგახენებთ, რომ ნანა კოსტავამ მის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია დატოვა. საქმიანობას ის დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებს. საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ახალაძემ სხდომა კოსტავას მხარდაჭერის მიზნით დატოვა, რადგან სამოქალაქო აქტივისტები კოსტავას გაშვებას ითხოვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *