ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო”

,,ორდაბასთან” დღეს გამართავს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე გაიმართება. პირველ შეხვედრაში ქუთაისის გუნდმა სტუმრად 0:1 წააგო.  ფინანსური პრობელების გამო ,,ტორპედო” 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ამიტომ ,,ტორპედო” ყაზახეთში ახალი გუნდით ჩავიდა. წინა შეხვედრაში მოწინააღმდეგეს გოლის განატანის არაერთი შანსი, ჰქოდა თუმცა ეს ვერ მოახერხეს, რაც მათ საპასუხო მატჩში წარმატების შანსს აძლევს. ქუთაისში გულშემატკივრისთვის გამოიყოფა ავტობუსები, რომლითაც თბილისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიდან 16:00 საათზე გაემგზავრებიან. გულშემატკივრისთვის მგზავრობა და მატჩზე დასწრება უფასოა.  მატჩისწინა კომენტარები მოისმინეთ სიუჟეტში.

ფოტო:F.C. Torpedo Kutaisi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *