საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება. 29 ივლისს, დილის 08.00 საათიდან 30 ივლისიდან 08.00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, მოძრაობა აიკრძალება ზ.გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე.

შეგახსენებთ, გ​უგუნავას 2-კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *