ქუთაისის სასულე ორკესტრს ქუთაისის მერია დააფინანსებს. ორკესტრი ერთი

თვის წინ მერიის ა(ა)იპ-ს, კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანებას, დაექვემდებარა. ამ ეტაპზე, წლის ბოლომდე, ორკესტრის სახელფასო ბიუჯეტი 15 ათასი ლარი იქნება.

,,სასულე ორკესტრი ახლახან დაექვემდეარა მერიის ა(ა)იპ-ს. კულტუტულ საგანმანათლებო-სახელოვნებო დაწესებულებათა ა(ა)იპ-ს. მესამე სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ორკესტრია. რამაზ მჭედლიშვილისა და რამაზ თევდორაძის ძალისხმევით მოხდა ორკესტრის აღდგენა. ორკესტრის წევრები ჩვენი თანამშრომლები გახდდნენ. მათ ცალკე სახელფასო ფონდი ექნებათ. როცა ექნებათ გასვლითი კონცერტები რეგიონებში ტრანსპორტით მოვემსახურებით. დავეხმარებით რაც დასჭირდეათ. ფორმები შევუკერეთ.  15 ათასი ლარია სახელფასო ფონდი. მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა თანხა ჩაიდება. ” – განაცხადა ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნელო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ვაჟა ჯუღელმა.

ქუთაისის სასულე ორკესტრის აღდგენა გასულ წელს, გვირილობის დღესასწაულზე გამართული კონცეტრის შემდეგ მოხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *