ზაალ ჩაჩავა ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტი აღარაა. ინფორმაცია

ამის შესახებ გუნდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“ტორპედოს” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში “ტორპედოსთვის” ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება.”- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ,,ტორპედოში” ფიანანსური კრიზისია. გუნდის გულშემატკივრები ზაალ ჩაჩავას ,,ტორპედოდან” წასვლას რამდენიმე თვეა ითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *