განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან უფროსი, წამყვანი

ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ. ცვლილება ძალაში 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში შევა. ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება: უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს; წამყვანი მასწავლებლები მიიღებენ – 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები მიიღებენ – 1745 ლარს.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს.

სამინისტროს განმარტებით, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება: უფროსი მასწავლებელი – 1700 ლარი; წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარი; მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარი.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *