ჭიათურაში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი ​მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის მიზნით ხორციელდება. მშენებლობა ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

“ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა დამტვერიანებას იწვევს და ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის. ახალი სარკინიგზო ხაზი კი ჭიათურაში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებს აღმოფხვრის. სარკინიგზო ხაზის აწყობის შემდეგ, მადნით დატვირთული დაახლოებით 15 ათასი სატვირთო მანქანა რეისს აღარ შესრულებს. ტვირთი რკინიგზის საწყობში დასაწყობდება, საიდანაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ვაგონებით გადაიზიდება,”-აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.

ასევე, ჭიათურაში მადნის დამშვები და მიმღები მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

ფოტო: “ჯორჯიან მანგანეზი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *