1-ლი სექტემბრიდან ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული

მანქანების მოძრაობა შეიზღუდა. “ჯორჯიან მანგანეზმა ” მადნის დამშვები და მიმღები მოედანი მოაწყო. ახალი სქემით მადანი ახალაშენებულ მოედანზე დასაწყობდება, საიდანაც ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკამდე ვაგონებით გადაიზიდება. სარკინიგზო პლაცდარმზე განთავსდება სასწორი და ლაბორატორია. გარდა ამისა, უკვე მოწყობილია კერხერები, რომლის მეშვეობით მადნით დატვირთული ყველა ავტომობილი გაირეცხება.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემის 90 %, რომელიც ეხება მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას, აღმოფხვრილია. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად გადავიდეთ ტრანსპორტირების ისეთ საშუალებებზე, როგორიცაა რკინიგზა და საბაგირო. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ნედლი მადნისა და კონცენტრატის ტრანსპორტირება მანქანით ქალაქის ქუჩებში სრულად აღმოიფხვრას,”- განაცხადა “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსურმა მენეჯერმა, მერაბ ლომინაძემ.

ფოტო: ჭიათურის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *