ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.

multicat=36 ქუთაისის აეროპორტიდან ვიზეარმა ფრენები კოპენჰაგენისა და ბაზელის მიმართულებით დაამატა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი, რეგულარული რეისი შესრულდა. საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. 

პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა ასევე  ბაზელიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. პირველი რეისის მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ევროპის იმ ქალაქების რიცხვი კი, საიდანაც ქუთაისში მოხვედრა შეიძლება – იზრდება. 

ნოემბრიდან კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – რაინეარი შემოდის ბაზარზე. ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს რაინეარი – მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *