საქართველოს მოსახლეობის 54-% სესხით სარგებლობს.

კვლევის შედეგებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს. 

კითხვაზე, გაქვთ თუ არა ამჟამად სესხი (სამომხმარებლო, იპოთეკური, განვადება, საკრედიტო ბარათი) ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში, მოსახლეობის 54 % დადებითად, ხოლო 45 % უარყოფითად პასუხობს.

რაც შეეხება კითხვას, ახერხებენ თუ არა მოქალაქეები სესხის დროულად დაფარვას, გამოკითხული მოსახლეობის 71 % თვლის, რომ სესხის შეტანას დროულად ახერხებს, 24 პროცენტი ამბობს, რომ ზოგჯერ დროულად ვერ ფარავს, ხოლო 5 % აცხადებს, რომ სესხს დროულად ვერასდროს ფარავს. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ივლისში ჩატარდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *